გუშინ, პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა საკმაოდ ადვილად დაამარცხა ჩეხეთი. პირველი გოლის ავტორი დეკუ გახდა. შემდეგ 17 წუთზე სიონკომ გაათანაბრა. 63 წუთზე
ანგარიშში უპირატესობა პორტუგალიის ნაკრების მხარეს გადადის, გოლი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულ კრიშტიანუ რონალდუს გააქვს. 91 წუთზე ჩეხეთს ოთხზე დამდგარი ჩეხიც კი ვეღარ შველის, კუარეჟმა
რონალდუს პასით მოწინააღმდეგის გუნდს უშანსოდ ტოვებს და საბოლოო ანგარიშს – 1:3 აფიქსირებს.
ჩეხეთი – პორტუგალია 1:3
გოლები: სიონკო 17 - დეკუ 8, რონალდუ 64, კუარეჟმა 90+1
ჩეხეთი: ჩეხი, გრიგერა, უიფალუში, როზეგნალი, იანკულოვსკი, გალასეკი (კოლერი 72), მატეიოვსკი (ვლჩეკი 67), პოლაკი, სიონკო, პლაშილი (იაროლიმი 85), ბაროში
პორტუგალია: რიკარდუ, ბოსინგვა, პეპე, კარვალიო, ფერეირა, პეტი, მოუტინიო (ფერნანდო მეირა 73), რონალდუ, დეკუ, სიმაუ (კუარეჟმა 79), ნუნუ გომეში (უგო ალმეიდა 78)
გაფრთხილება: პოლაკი 23 - ბოსინგვა 31