მას არ უთამაშია იმდენად ვარსკვლავურად და ეფექტურად, როგორც ევროს პირველ მატჩში, მაგრამ სწორედ მისმა გადამწტვეტმა გოლმა მოიტანა გამარჯვება ესპანეთის ნაკრებს.
შეხვედრის გმირი - უდავოდ დავიდ ვილაა. უკვე
რეფერის მიერ კონპენსირებულ დროში დავიდმა მიიღო კაპდევილას პასი, მოატყუა ჰანსონი და ისაკსონის კარი აიღო, რომელიც ბოლო წუთებზე დამაჯერებლად გამოიყურებოდა.
ასეთ დაძაბულ თამაშში, რომელშიც ორივე გუნდმა თანაბარი შესაძლებლობები აჩვენა ესპანელებმა სასურველ შედეგს მიაღწიეს უმნიშვნელოვანესი გოლის წყალობით, რომელმაც ისინი ევროპის ჩემპიოანტის პლეი–ოფში
გაიყვანა.
შვედეთი – ესპანეთი 1:2
გოლები: იბრაჰიმოვიჩი 34 - ტორესი 15, ვილა 90+2
შვედეთი: ისაკსონი - სტოორი, მელბერგი, ჰანსონი, ნილსონი - ელმანდერი (ს. ლარსონი 79), ანდერსონი, სვენსონი, ლიუნგბერგი - ჰ. ლარსონი (კალსტრემი, 86), იბრაჰიმოვიჩი (როზენბერგი 46)
ესპანეთი: კასილასი - სერჰიო რამოსი, პუიოლი (ალბიოლი 24), მარჩენა, კაპდევილა - ინიესტა (კასორლა 58), ხავი (ფაბრეგასი 58), სენა, სილვა - ვილა, ტორესი
გაფრთხილება: ელმანდერი 53, სვენსონი 56